გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
სამკუთხედი. სამკუთხედის  ელემენტები.
სწავლების საფეხური
VII კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 29 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე კლასში არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
 აუცილებელი და მნიშვნელოვანია სამკუთხედის ძირითადი ელემენტების და სხვა ელემენტების გარჩევა.სხვადასხვა ტიპის სამკუთხედებშისიმაღლეთა განლაგების თავისებურებები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

სამკუთხედის და მისი ელემენტების წარმოდგენა,ამოცნობა, დასახელება,აღწერა,ძირითადი ელემენტების მითითება.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სამკუთხედის განმარტება,მისი ძირითადი ელემენტები,სამკუთხედების კლასიფიკაცია კუთხეების მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები

 მოსწავლეთა წარმატებას გაკვეთილის მსვლელობისას შევაფასებ ზეპირ პრეზენტაციას,წერით სამუშაოს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით. გამოვიყენებ განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო,დაფა,ცარცი,თვალსაჩინოებები,ინტერნეტი,პროექტორი,კომპიუტერული პროგრამა PowerPoint.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები 3წთ.
დავალების შემოწმება 5წთ.
წინა მასალის გამეორება 5წთ
ახალი მასალის ახსნა პრეზენტაციის საშუალებით 10წთ.
ახალი ცნებების გაცნობა სათანადო სავარჯიშოების განხილვით 10წთ
წყვილებში მუშაობა წინასწარ გამზადებული ტესტებით 8წთ.
დავალების მიცემა 4წწთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий